მანქანაში ბომბის აფეთქებას ქალაქში, რომელსაც სირიის ოპოზიცია აკონტროლებს, სულ ცოტა, სამი ადამიანი, მათ შორის – ორი ბავშვი ემსხვერპლა

31 მარტს, დილით, მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბი აფეთქდა ხალხმრავალ ბაზარში სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქში, რომელსაც თურქეთში დაფუძნებული სირიული ოპოზიცია აკონტროლებს.
დაიღუპა, სულ ცოტა, სამი ადამიანი, იტყობინებიან მაშველები და სამხედრო მეთვალყურეები. ბომბი აფეთქდა ქალაქ აზიზში, ალეპოს პროვინციაში. სირიის სამოქალაქო თავდაცვის მოხალისეებმა, რომლებიც ცნობილი არიან, როგორც “თეთრი ჩაფხუტები”, განაცხადეს, რომ აფეთქებამ, რომელიც ნაშუაღამევს მოხდა, ორი ბავშვი და ქალი შეიწირა.
ცნობით, ხალხმრავალ ბაზარში განხორციელებული აფეთქების შედეგად, დაშავდა ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე და არეალში განადგურდა მაღაზიები და საცხოვრებელი სახლები.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ამასობაში, ბრიტანეთში დაფუძნებულმა ოპოზიციურმა სამხედრო დამკვირვებელმა, “ადამიანის უფლებების სირიულმა სამეთვალყურეო ცენტრმა” განაცხადა, რომ სულ ცოტა, რვა ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა. 2016 წლიდან თურქეთმა სამი მსხვილი ოპერაცია მოაწყო მეზობელ სირიაში და აკონტროლებს სირიის ზოგიერთ ტერიტორიას ქვეყნის ჩრდილოეთში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ