სინდისის პატიმრების საქმის განხილვა 23 აპრილს გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის წესით დაკავებული 8 ადამიანის: ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის სასამართლო პროცესი დღეს დასრულდა. რეჟიმის ტყვეების საქმის განხილვა 23 აპრილს 15:00 საათზე გაგრძელდება.
დღევანდელი სხდომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, მოსამართლემ დარბაზი შეცვალა, რადგან ნომერ მესამე დარბაზში, ელექტროგაყვანილობის პრობლემის გამო, ბრალდებულებს დენმა დაარტყა.
ასევე გაიწერა არსებითი განხილვის მომდევნო სხდომების გრაფიკი: 2 მაისი 11:00 საათი, 7 მაისი 12:00 საათი, 14 მაისი 11:00 საათი, 21 მაისი 13:00 საათი და 30 მაისი 11:00 საათი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.