„მზია ამაღლობელის საქმის“ განხილვა ბათუმის სასამართლოში ხვალ გაგრძელდება

„მზია ამაღლობელის საქმის“ განხილვა ბათუმის სასამართლოში ხვალ გაგრძელდება
“ბათუმელების” ინფორმაციით, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 7 აპრილს, დღის პირველ საათზე განახლდება.
ჯერ უცნობია, ვის დაკითხავენ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე. ამ ეტაპზე პროკურატურის მიერ დასახელებული მოწმეების დაკითხვა გრძელდება. ამ საქმეზე სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემაც, რომელიც სილის გაწვნის გამო პროკურატურის მიერ დაზარალებულად მიჩნეული პირია.
წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ორი სამართალდამცველის ჩვენება მოისმინა, მათ შორის, იყო გამომძიებელი თამარ კერესელიძე, რომელმაც დაადასტურა, რომ მზია ამაღლობელი დაახლოებით 2 საათი ხელბორკილადადებული იყო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში. თამარ კერესელიძემ ვერ თქვა, რა სამართლებრივი დასაბუთებით გაუკეთეს ხელბორკილი ზურგს უკან მზია ამაღლობელს, როცა ის, მისივე თქმით, არანაირ წინააღმდეგობას პოლიციელებს არ უწევდა.
ვრცლად: ბათუმელები

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე