პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სინგაპური-კუალა-ლუმპურის ავიარეისი 2023 წლის ყველაზე გადატვირთულ მარშრუტად დასახელდა

ფრენის მარშრუტი სინგაპურსა და მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურს შორის 2023 წელს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გახდა. ამის შესახებ ბრიტანული კვლევითი კომპანია OAG-ის რეიტინგშია ნათქვამი.
გასულ წელს ამ მარშრუტზე ორივე მიმართულებით მფრინავ თვითმფრინავებზე ადგილების საერთო რაოდენობამ 4,9 მილიონი შეადგინა - 2022 წელთან შედარებით ერთ-ნახევარჯერ მეტი. ორ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს შორის ფრენას მხოლოდ ერთი საათი სჭირდება.
მეორე ადგილი დაიკავა მარშრუტმა კაირო - ჯედა (4,8 მილიონი ადგილი, ზრდა 38% 2022 წელთან შედარებით), მესამე - ჰონგ კონგი - ტაიპეი (4,6 მილიონი ადგილი, +130%).
ადგილების რაოდენობის ყველაზე მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა მარშრუტზე სეული - ოსაკა - 4,5-ჯერ 4,2 მილიონამდე, ხოლო სეული - ტოკიო (3,3-ჯერ, ასევე 4,2 მილიონამდე ადგილი).
მგზავრთა შორის ყველაზე პოპულარული მიმართულებების ათეულში ასევე შედიოდა დუბაი - ერ-რიადი (4 მილიონი ადგილი), ჯაკარტა - სინგაპური (3.9 მილიონი), ბანგკოკი - სინგაპური (3.5 მილიონი) და ბანგკოკი - სეული (3.4 მილიონი). ტოპ 10-ში ერთადერთი მარშრუტი, რომელიც აზიიდან არ არის, არის ფრენა ნიუ-იორკსა და ლონდონს შორის (3,9 მილიონი ადგილი, რეიტინგში მე-8 ადგილი).

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.