საქართველოს პროკურატურისთვის საერთაშორისო თანამშრომლობა 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება იყო – ნათია მერებაშვილი

“საერთაშორისო თანამშრომლობა 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება იყო. აღსანიშნავია ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა მათ შორის, GRECO-ს რეკომენდაციის შესრულება“, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ნათია მერებაშვილის განცხადებით, კორუფციასთან მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) რეკომენდაციების შესრულების მიზნით, პროკურატურის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში 2023 წლის მაისში ცვლილებები შეიტანა. აქვე როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ განმარტა, აღნიშნულის შედეგად, ქონებრივი დეკლარაციების შევსების ვალდებულება ყველა პროკურორს დაეკისრა.
გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა ევროკავშირის პრიორიტეტების შესრულებაში პროკურატურის მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
“ჩვენ ჩართულები ვიყავით, ევროკავშირის პრიორიტეტების შესრულების თაობაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ევროკომისიის წარმომადგენლებთან, ასევე პირისპირ შეხვედრებში და ვაწვდიდით მათ დეტალურ ინფორმაციას პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში პრიორიტეტების შესრულების მხრივ მიღწეული პროგრესის შესახებ“-განაცხადა ნათია მერებაშვილმა.
ანგარიშის წარდგენისას ნათია მერებაშვილმა აღნიშნა, რომ 2023 წლის პირველ 9 თვეში უცხოური ონლაინ მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისგან 106 სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელდა თანამშრომლობა, რაც 83%-იანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში უცხო სახელმწიფოებში გაიგზავნა ექსტრადიციის 14 შუამდგომლობა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლისგან არსებითად არ განსხვავდება.
რაც შეეხება საქართველოდან უცხო სახელმწიფოებში პირების ექსტრადიციას, როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში სულ 64 პირის ექსტრადიცია იქნა დასაშვებად ცნობილი, რაც მისივე თქმით, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან მიმართებით 30%-ით გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მოვუწოდებდი, როგორც აფასებს საქართველოს, ასეთივე შეფასებები გააკეთოს, როდესაც მიტინგები იმართება აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც გაცილებით მკაცრია პოლიციის ქმედებები

ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს აქვს პირველი 11 წლიანი პერიოდი, როდესაც არის მშვიდობა და დაცულია უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ

აქტივისტები ვნებიანად, აჟიტირებულად ებრძვიან ე.წ. “რუსულ კანონს” და ვითომ “რუსულ რეჟიმს”, თუმცა საკუთარი თავის დასაცავად და პირად გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად მორცხვი, დათრგუნული ჯუჯები არიან

ემოციების ამარა ქვეყნის მომავლის დატოვება და სახელმწიფო უსაფრთხოების მხოლოდ “პარტნიორმეგობრობაზე” მინდობა არასერიოზული და სახიფათოა. ასეთი ნდობისა და დამოკიდებულების შედეგი უკვე ვიხილეთ უკრაინაში