ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,სინანულს მაინც თუ განიცდით, შეცდომას თუ აღიარებთ ან ბოდიშის მოხდას ხომ არ აპირებთ?!” – გიორგი გუგავა

,,სინანულს მაინც თუ განიცდით, შეცდომას თუ აღიარებთ ან ბოდიშის მოხდას ხომ არ აპირებთ?!” – გიორგი გუგავა

ლეიბორისტული პარტიის გენმდივანი, გიორგი გუგავა:

,,სად არიან დღეს და რას ფიქრობენ ის ჭკუის კოლოფა პოლიტოლოგები, ანალიტიკოსები თუ ანალისტები, ჟურნალისტები თუ უბრალიდ მოლაპარაკე ცარიელი თავები, რომლებიც 24 წლის არჩევნების წინ დავარდნილი იყვნენ ღაღადად ტელევიზიასა თუ სოც. ქსელსა შინა, მწყაზარი თუ აშლილი სახით, ემოციური თუ მენტორის ტონით არწმუნებდნენ საზოგადოებას მხოლოდ ოთხი კურთხეული პარტია ჩვენი გადამრჩენელი და მხსნელი, სხვებისთვის მიცემული ხმა დაკარგულია და წყეულია სამარადჟამოდო. ახლა როცა განცხადდა თქვენი ნაქებ-ნალოლიავები რჩეული პარტიუკები თ ლიდერუჯები ზოგი გარიგებული, ზოგი მოსყიდული, ზოგი პარლამენტში და ზოგიც არჩევნებში შეპარული აღმოჩდა, სინანულს მაინც თუ განიცდით, შეცდომას თუ აღიარებთ ან ბოდიშის მოხდას ხომ არ აპირებთ?!
მეტი არაა ჩემი მტერი თქვე ბიძინმადლმოსილნო ეგ არ გაწუხებდეთ და განაღვლებდეთ. ფულს თუ გადაგიხდიან ხვალ ახალ “ლიდერებს” მოზილავთ ნეხვიდან, უარესად გააბითურებთ ხალხს, თუ გამოგივიდათ რათქმაუნდა!”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.