სიმონ ჯანაშია: თექვსმეტი წელი აშენა ავტორიტარული სისტემა ორბანმა უნგრეთში და საზღვარგარეთ. დაიმორჩილა სასამართლო, ხელში ჩაიგდო მედია, დაერია უნივერსიტეტებს, გაამდიდრა ერთგული ბიზნესმენები, გამოიგონა გარეშე მტრები და …

“თექვსმეტი წელი აშენა ავტორიტარული სისტემა ორბანმა უნგრეთში და საზღვარგარეთ. დაიმორჩილა სასამართლო, ხელში ჩაიგდო მედია, დაერია უნივერსიტეტებს, გაამდიდრა ერთგული ბიზნესმენები, გამოიგონა გარეშე მტრები და თავის გასაღება მშვიდობის ერთადერთ გარანტიად სცადა — მაგრამ დამარცხდა!

ორბანის დამარცხება უმნიშვნელოვანესი ამბავია მსოფლიოსთვის, რადგან მის გარშემო შემოკრებილი ყველა სახის პოპულისტი და არადემოკრატიული პარტია გაინაწილებს ამ მარცხს. მათ შორის არის ქართული ოცნებაც. ახალი მოკავშირეების ძებნა ორბანის ქართველ მიმბაძველება აქამდეც უჭირდათ, და ახლა წაგებულების ალიანსში მყოფ ამ მატყუარა და “გადამგდებ” პარტიას კიდევ უფრო გაუჭირდება რაიმე სახის საგარეო წარმატების მიღწევა. არც სახლში აქვს უკეთესი მდგომარეობა ივანიშვილს. ისეთივე მხარდაჭერა აქვს, თუ უარესი არა, როგორიც მის მთავარ მოკავშირეს, ორბანს ჰქონდა.

თავისუფლების მოედანი სწორედ ამიტომ შევქმენით, რომ უნგრეთის მსგავსად, ჩვენთანაც ნამდვილი არჩევანი გაუჩნდეს საზოგადოებას. ალტერნატივის შექმნაზე სხვა ჯგუფებიც მუშაობენ. თუ ვივლით ერთად, ვიშრომებთ ერთად, გავიმარჯვებთ ერთად!”

წერს “თავისუფლების მოედნის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სიმონ ჯანაშიამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 98.9% უკვე დათვლილია. პეტერ მადიარის პარტიამ ხმების 53%% მოიპოვა, რაც პარლამენტში 138 მანდატის მიღებას ნიშნავს. ვიქტორ ორბანის პარტიამ კი 38% მიიღო (55 მანდატი).

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…

ქეთევან ენუქიძე: აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის თუ სიკეთე გინდათ, სიტყვას კი არ უნდა სდიოთ, სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოთ გამართული პროგრამები და 18 წლის ასაკის შემდეგ ამ ადამიანების დასაქმების და შემდგომი განვითარების პერსპექტივა