სიმონ ჯანაშია: ვცდილობთ გავაჩეროთ ეს დაქირავებული ადამიანები, წიხლები და მუშტები სტუდენტებს, მათ შორის გოგოებს რომ არ ურტყან

პროფესორი სიმონ ჯანაშია:
აი ეს ხალხი დაგვახვედრა კალაძემ და ოცნებამ, როდესაც მათ ოფისთან პროტესტს გამოვხატავდით. ამ ვიდეოში ვდგავართ Irakli Lomouri Levan Kalandarishvili Mamuka Lekiashvili და კიდევ რამდენიმე წესიერი ადამიანი და ვცდილობთ გავაჩეროთ ეს დაქირავებული ადამიანები, წიხლები და მუშტები სტუდენტებს, მათ შორის გოგოებს რომ არ ურტყან. კაცს უყვირი რომ გაჩერდეს, ერთხელ, მეორედ და საპასუხოდ მუშტს, წიხლს იღებ. რა ჰგონია კობახიძეს, ივანიშვილს, კალაძეს და პაპუაშვილს, რომ ჩვენი პოლიტიკური მოთხოვნების გამოხატვის უფლებაზე ამ ხალხის შიშით უარს ვიტყვით?
ხვალაც მივალთ, ზეგაც და პასუხს არა მხოლოდ ოცნებას, არამედ პოლიციასაც მოვთხოვთ იმისთვის, რომ სპეციალურად კაციშვილი არ იყო, როდესაც ეს ეს ხალხი თავს დაგვესხა!
ჩვენ მართლები ვართ, ჩვენ მშვიდობიანები ვართ და ამ ძალადობას არ შევეგუებით!

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება