ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ეს ძალადობა დაგეგმილი იყო და პოლიციასთან შეთანხმებული” – სიმონ ჯანაშია

“ეს ძალადობა დაგეგმილი იყო და პოლიციასთან შეთანხმებული” – სიმონ ჯანაშია

სიმონ ჯანაშია:
“ქართული ოცნების ოფისში მელიქიშვილზე შეკეტილია მოძალადეების ჯგუფი, რომელიც აქციას თავს დაესხა. პოლიცია სპეციალურად არ იდგა დღეს შუაში. ძალადობა დაგეგმილი იყო და პოლიციასთან შეთანხმებული”
ცნობისთვის, შსს არ ამბობს, რატომ არ იყო ადგილზე, დაანონსებული აქციის პირობებში, ის მხოლოდ იმას ამბობს, რომ დაპირისპირების დაწყებიდან მალევე მივიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე დაპირისპირების მერე მაინც მივიდა, შსს–მ არ დააკავა არც ერთი მოძალადე და მემანიშვილი აცხადებს, რომ ვერ დაინახა, ვინ ვის სცემა. პოლიციელები არაერთი წუთის მანძილზე ცდილობდნენ, შეეკავებინათ ოცნების წევრები, ადგილზე მისვლის შემდეგ, თუმცა, მემანიშვილმა ვერც ეს დაინახა. ასეთ ვერ დანახვას – დიდი ნიჭიერება სჭირდება, ნამდვილად.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.