სიდნეიში ეკლესიაში მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ეკლესიაში მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თავდამსხმელი მამაკაცი დააკავეს და ის გამოძიებასთან თანამშრომლობს.
პოლიციის ცნობით, დაშავებულებს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი ეკლესიის წინამძღვარსა და მორწმუნეებს თავს წირვის დროს დაესხა.
აღსანიშნავია, რომ ეს სიდნეიში ცივი იარაღით დაჭრის მეორე შემთხვევაა მას შემდეგ, შაბათს სიდნეის ბონდის რაიონში სავაჭრო ცენტრში დანით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის საქართველოს მოქალაქე, დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ