სიდნეიში ეკლესიაში მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი ცივ იარაღით დაჭრა
ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ეკლესიაში მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი ცივ იარაღით დაჭრა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თავდამსხმელი მამაკაცი დააკავეს და ის გამოძიებასთან თანამშრომლობს.
პოლიციის ცნობით, დაშავებულებს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი ეკლესიის წინამძღვარსა და მორწმუნეებს თავს წირვის დროს დაესხა.
აღსანიშნავია, რომ ეს სიდნეიში ცივი იარაღით დაჭრის მეორე შემთხვევაა მას შემდეგ, შაბათს სიდნეის ბონდის რაიონში სავაჭრო ცენტრში დანით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის საქართველოს მოქალაქე, დაიღუპა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.