სიგფრიდ მურესანი: რაც რუმინეთის არჩევნების პირველ ტურში მოხდა, მოხდა საქართველოშიც და მოლდოვაშიც

რუმინელი ევროპარლამენტარი, სიგფრიდ მურესანი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პრორუსი კანდიდატის გამარჯვება იმეორებს იმ სცენარს, რომელიც საქართველოსა და მოლდოვის 2024 წლის არჩევნებზე განვითარდა.

“ის, რაც რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოხდა, შეიძლება მოხდეს ყველა ქვეყანაში. ეს მოხდა მოლდოვაში, საქართველოში და შეიძლება მოხდეს ყველგან.

რუსეთს შეუძლია, ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებს შეუქმნას საფრთხე. ახლა ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ვიბრძოლოთ ექსტრემიზმის წინააღმდეგ და რუმინეთის ევროპული გზა შევინარჩუნოთ”. – წერს X-ზე მურესანი.

ცნობისთვის, რუმინეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პრორუსული განწყობების მქონე დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ის მეორე ტურში, 8 დეკემბერს პროდასავლური განწყობების მქონე მემარჯვენე ცენტრისტ კანდიდატს, ელენა ლასკონის დაუპირისპირდება.

წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი და მმართველი პარტიის, სოციალურ-დემოკრატიული პარტიის (PSD)კანდიდატი, მარსელ ჩოლაკუ კი მესამე ადგილზე გავიდა და არჩევნებს გამოეთიშა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა