ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ხმების 99,9%-ის დათვლის შემდეგ, 62 წლის კალინ ჯორჯესკუმ ამომრჩეველთა ხმების 22.9% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე მემარჯვენე-ცენტრისტული ოპოზიციური პარტიის „კავშირი რუმინეთის ხსნისთვის“ ლიდერი, ელენა ლასკონი იმყოფება, რომელმაც 19.16% დააგროვა.
ბოლო მონაცემებით, ლასკონი რუმინეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, მარჩელ ჩიოლაკუს 2000 ხმით უსწრებს.
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.