ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სიგუა ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და გაიტანა

შვეიცარიის ჩემპიონატზე ჩატარებულ მეცხრამეტე მატჩში მესამე გოლი გაიტანა „ბაზელის“ 18 წლის ნახევარმცველმა გაბრიელ სიგუამ, რომელმაც ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა. მას სამი თვე მოუწია უქმობა.
მისმა გუნდმა 25-ე ტურში სტუმრად 2:0 სძლია „ივერდონს“, სიგუამ 37-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 61-ე წუთზე კი შეცვალეს.
„ბაზელი“ 31 ქულით მე-8 ადგილზეა და 28 თებერვალს თასის 1/4-ფინალში „ლუგანოს“ უმასპინძლებს.
ივერდონი - ბაზელი 0:2
გოლები: 0:1 სიგუა (37), 0:2 ბარი (83)
გაძევება: დელ ფაბრო (79, ივერდონი)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.