ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გელაშვილი დაბრუნდა და გააძევეს - ქართველზე მწვრთნელმა ისაუბრა

"სპეციას" 22 წლის მცველი ივა გელაშვილი ტრავმის შემდეგ, სერია B-ს 26-ე ტურში, "მოდენასთან" სტუმრად უგოლოდ დასრულებულ მატჩში დაბრუნდა, მაგრამ გააძევეს.
გელაშვილმა ყვითელი ბარათები 27-ე და 35-ე წუთზე მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. მან მიმდინარე ჩემპიონატზე 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი "სპეციას" მწვრთნელმა ლუკა დ’ანჯელომ გააკეთა: "ამაში ვერაფერ საგანგაშოს ვერ ვხედავ. გელაშვილი ახალგაზრდა ბიჭია, ძალიან ძლიერი, თუმცა ჩემი აზრით, გამოუცდელობის გამო მცირე შეცდომა დაუშვა. უდავოა, ეს ეპიზოდი მისთვის კარიერაში სასარგებლო იქნება".

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.