ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სიბიჰა ბოჭორიშვილთან შეხვედრას აანონსებს (ვიდეო)

სიბიჰა ბოჭორიშვილთან შეხვედრას აანონსებს (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა ერთმანეთს მოლდოვაში შეხვდებიან. ამის შესახებ უკრაინის პირველმა დიპლომატმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში განაცხადა.

„ევროსკოპის“ კითხვაზე, რა თემებზე გაიმართება მოლაპარაკებები, სიბიჰამ აღნიშნა, რომ კიევს ოფიციალურ თბილისთან ურთიერთობების „ახალი ფურცლიდან“ დაწყება სურს.

მედიის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ, რა მოხდა ერევანში, სადაც საქართველოსა და უკრაინის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია შედგა. სიბიჰას თქმით, უკრაინა მზად არის საქართველოსთან დიალოგისა და ურთიერთობების განვითარებისთვის.

ჩვენ გვსურს, ახალი ფურცელი გადავშალოთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ურთიერთობაში. ერევანში ჩვენი ლიდერების შეხვედრა ისტორიული იყო, გავცვალეთ საინტერესო მოსაზრებები. მზად ვართ, განვაგრძოთ ეს კონსტრუქციული დიალოგი. უახლოეს მომავალში მოლდოვაში ვგეგმავ შეხვედრას ჩემს ქართველ კოლეგასთან, რათა ჯეროვნად მოვაწესრიგოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დიპლომატიური ხაზი. ჩვენი საზოგადოება, ხალხები, ამას იმსახურებენ. დიახ, ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში არის გარკვეული სენსიტიური საკითხები, თუმცა მზად ვართ, წინ წავიდეთ, - განაცხადა სიბიჰამ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.