ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სვენ მიქსერი - “ქართული ოცნება” ღალატობს ყველას ნდობას, ვინც დაუღალავად მუშაობდა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიღებაში დახმარებოდა

“უცროური აგენტების კანონის” ხელახლა შემოტანით “ქართული ოცნება” ღალატობს ყველას ნდობას, ვინც დაუღალავად მუშაობდა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიღებაში დახმარებოდა.
ამის შესახებ ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი სოციალურ ქსელში წერს.
„უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანით პარტია “ქართული ოცნება” შლის უფრო ღრმა ევროპული ინტეგრაციისადმი ქართველების მისწრაფებებს და ღალატობს ყველას ნდობას, ვინც დაუღალავად მუშაობდა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიღებაში დახმარებოდა”, - წერს მიქსერი სოციალურ ქსელ X-ზე.
ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.