“ოცნება” ღალატობს ყველას ნდობას – სვენ მიქსერი
“უცხოური აგენტების კანონის” ხელახლა შემოტანით “ქართული ოცნება” ღალატობს ყველას ნდობას, ვინც დაუღალავად მუშაობდა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიღებაში დახმარებოდა, – ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ავრცელებს.
უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანით პარტია “ქართული ოცნება” შლის უფრო ღრმა ევროპული ინტეგრაციისადმი ქართველების მისწრაფებებს და ღალატობს ყველას ნდობას, ვინც დაუღალავად მუშაობდა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიღებაში დახმარებოდა”, – წერს მიქსერი სოციალურ ქსელ X-ზე.
ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.