არქივი24 აგვისტო, 2024, 11:12
“სეტყვა, ქარი…” – როგორი ამინდი იქნება უქმეებზე საქართველოში
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეიდან 26 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. ზღვისპირა რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ხანმოკლე წვიმა ელჭექით იქნება დასავლეთის როგორც დაბლობში, ისე მთიან რაიონებში. ასეთივე ამინდი იქნება აღმოსავლეთ საქართველოშიც. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.