ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?

25 აგვისტოს, კვირას დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. meteo.gov.ge-ის ინფორმაციით, ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ; აჭარის სანაპირო ზოლში სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +31, +36°; მთაში ღამით +13,+18°, დღისით +30, +35°; მაღალმთაში ღამით +10,+15°, დღისით +25, +30°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ; ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +17, +22°, დღისით +30, +35°; მთაში ღამით +13, +18°,დღისით +30, +35°; მაღალმთაში ღამით +9,+14°, დღისით +25, +30°.
ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი დღეს დედაქალაქში. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +34° იქნება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.