არქივი27 დეკემბერი, 2023, 06:07
სერგეი ჩემეზოვი - რუსეთი ფინეთის საზღვართან უახლეს „ჰაუბიცებს“ განათავსებს
რუსეთი ფინეთის საზღვართან უახლეს „ჰაუბიცებს“ განათავსებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო თავდაცვის კონგლომერატის „როსტეკის“ ხელმძღვანელი, სერგეი ჩემეზოვი ავრცელებს.
„ვფიქრობ, იქ ისინი მალე გამოჩნდებიან, რადგან ამ კლასის „ჰაუბიცები“, სროლის მანძილის თვალსაზრისით, დასავლურ საარტილერიო მოდელებზე უპირატესობის უზრუნველსაყოფად საჭიროა“, - განაცხადა ჩემეზოვმა.
ჩემეზოვის ცნობით, პირველი საპილოტე ნაწილი ფინეთის საზღვართან მიმდინარე წლის ბოლომდე განთავსდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.