რუსეთი ამჯერად სომხეთს ემუქრება | ფაშინიანის შეხვედრები მოსკოვში

ოფიციალური ერევანი მორიგ ჯერზე ს ღია კრიტიკისა და მუქარის ობიექტი ხდება. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მკვეთრად გაუარესების შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. არ დააყოვნა მუქარამ კრემლიდან, რომელიც ამჯერად სერგეი ლავროვმა წლის შემაჯამებელ ინტერვიუში გააჟღერა. ოფიციალური მოსკოვი სომხეთს აფრთხილებს რომ დასავლეთთან და ნატოსთან ურთიერთობების გაღრმავება კრემლს შესაბამისი ნაბიჯებისკენ უბიძგებს. მოსკოვი ოფიციალურ ერევანს ღიად მიუთითებს რომ დახმარებას არა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, არამედ რუსეთში უნდა ეძებდეს და ახსენებს რომ სომხეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ნაწილები არიან განლაგებული.
ს კიდევ ერთ პროპაგანდისტულ ინტერვიუში ნათლად ჩანს რამდენად ცდილობს რუსეთი გააკონტროლოს გეოპოლიტიკური ვითარება კავკასიის რეგიონში და ნებისმიერი გადალაგება თუ დაახლოება დასავლეთთან კრემლში პანიკას იწვევს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იხსენებს პუტინისა და გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის საუბარს, რომელიც საქართველოს ნატოსთან დაახლოებას უკავშირდება. ლავროვი ამბობს, რომ რუსეთს გერმანიისგან ჰქონდა მიღებული პირობა რომ საქართველო 2008 წელს ვერ მიიღებდა ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმას – მაპს და ამ პროცესის დარეგულირებულში უშუალოდ პუტინი იყო ჩართული.