სერგეი შოიგუს მტკიცებით, რუსული ძალები მარინკას აკონტროლებენ

რუსული ძალები მარინკას აკონტროლებენ. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.
„ჩვენმა შემტევმა ნაწილებმა დღეს მარინკას დასახლება მთლიანად გაათავისუფლეს“, – განუცხადა სერგეი შოიგუმ პუტინს.
თავდაცვის მინისტრმა ვლადიმერ პუტინს მოახსენა, რომ მარინკას დაკავება ბახმუტის აღების შემდეგ რუსი სამხედროების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს.
„მინდა მოგილოცოთ. ეს წარმატებაა, რომელიც რუს ჯარისკაცებს შესაძლებლობას აძლევს, რომ უფრო ფართო ოპერაციულ ზონაში გადავიდნენ“, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ