ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგეი სობიანინი - მოსკოვის ოლქში უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, რომელიც დედაქალაქისკენ მიემართებოდა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა წუხელ რამენსკის რაიონში უკრაინული დრონი გაანადგურა, რომელიც მოსკოვისკენ მიემართებოდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერი, სერგეი სობიანინი „ტელეგრამ“ არხზე წერს.
მისი ინფორმაციით, თავდასხმას ზიანი და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„საჰაერო თავდაცვის ძალებმა რამენსკის ურბანულ რაიონში მოსკოვის მიმართულებით მფრინავი დრონის თავდასხმა მოიგერიეს. ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, წინასწარი მონაცემებით, ზიანი და მსხვერპლი არ ყოფილა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სპეციალისტები მუშაობენ," - აცხადებს მოსკოვის მერი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.