ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგეი რიაბკოვი - რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართოს

სერგეი რიაბკოვი - რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართოს

რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„პრინციპული შეთანხმება არსებობს, რომ ე.წ გამაღიზიანებლების მთელი ბლოკის სისტემატური და დეტალური აღმოფხვრისთვის შესაბამისი ყოვლისმომცველი კონსულტაციები გაიმართოს. ამერიკული მხრიდან ინფორმაცია უნდა მივიღოთ, თუ ვინ იქნება ამ დონეზე ჩვენი თანამოსაუბრე. ამერიკელებს ჩვენი მზადყოფნა დავუდასტურეთ. ასევე, მოადგილეებს შორის შეხვედრის წინ შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შორის კონტაქტი უნდა შედგეს. მათი შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართოს“, - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.
რიაბკოვის თქმით, ორი ქვეყნის შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელების დონეზე შეხვედრა მესამე ქვეყანაში გაიმართება და კონკრეტული ადგილის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.