დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი ჯერჯერობით არ იგეგმება

ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი ჯერჯერობით არ იგეგმება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“საჭიროების შემთხვევაში საუბარი ყოველთვის შეიძლება შედგეს. დიალოგი განახლებულია. ჯერჯერობით ასეთი გეგმები არ არსებობს, მაგრამ ეს გეგმები შეიძლება სწრაფად შეიცვალოს”, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვმა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სავარაუდო შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
“არსებობს გაგება, რომ შეხვედრა უნდა შედგეს, მაგრამ იგი კარგად უნდა იყოს მომზადებული”, - აღნიშნა პესკოვმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.