სერგეი რიაბკოვი – ირანი თავდაცვის ფარგლებში მოქმედებს, რაც აბსოლუტურად ლეგიტიმურია

რუსეთსა და ირანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ურყევია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
კითხვაზე, სთხოვა თუ არა ირანმა რუსეთს სამხედრო დახმარების გაწევა, რიაბკოვმა უპასუხა, რომ ორ ქვეყანას შორის „კონტაქტების შინაარსის გასაჯაროება რუსეთის მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა“.
„ჩვენ ირანთან ბევრ სფეროში ვთანამშრომლობთ. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ირანთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ურყევია. ამჟამინდელ ვითარებაში ირანი თავდაცვის ფარგლებში მოქმედებს და ეს აბსოლუტურად ლეგიტიმურია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ცნობისთვის, დღეს მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შეხვდა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მოსკოვში წერილი გაატანა, რომლითაც ვლადიმერ პუტინს დახმარება სთხოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა