თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში უწყებათაშორისი კურსი გაიხსნა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში უწყებათაშორისი კურსი გაიხსნა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) ახალი სასწავლო კურსი – „გადაწყვეტილების მიღება შეზღუდული რესურსების პირობებში” ოფიციალურად გაიხსნა.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და აშშ-ის თავდაცვის ატაშემ საქართველოში, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ. გამომსვლელებმა უსაფრთხოების ცვალებად გარემოში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ ხაზი გაუსვა საქართველოსთან თანამშრომლობის მრავალწლიან და წარმატებულ გამოცდილებას.
კურსი, ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ინსტიტუციონალიზაციასა და რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვას ისახავს მიზნად.
კურსის ფარგლებში შემდეგ ძირითად საკითხებს განიხილავენ: ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა, სამხედრო დაგეგმვა, თავდაცვის ეკონომიკა, პროგრამული ბიუჯეტირება და ალტერნატიული შესაძლებლობების ანალიზი. თეორიული საკითხების პარალელურად, კურსი მოიცავს ყოველდღიურ სიმულაციურ სავარჯიშოებს, რომლის დროსაც მონაწილეებს საშუალება მიეცემათ შეზღუდული რესურსების პირობებში, რეალურ სიტუაციებთან მიახლოებულ გარემოში მიიღონ გადაწყვეტილებები.
კურსი უწყებათაშორის ფორმატში ქართული მხარის ორგანიზებითა და აშშ-ის მხარდაჭერით ტარდება. უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები ღონისძიების ფარგლებში მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რაც მათ შეზღუდული რესურსების პირობებში ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
Previous: მამუკა ხაზარაძეს 8 თვით პატიმრობა მიესაჯა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული