სერგეი რიაბკოვი – ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ვერ ვხედავ

ვერ ხედავს მნიშვნელოვან დაბრკოლებებს რუსეთისა და -ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის, თუმცა პროცესი მარტივი არ არის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„ვერ ვხედავ რაიმე მნიშვნელოვან დაბრკოლებებს. საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ანკორიჯში პრეზიდენტების მიერ განსაზღვრული პარამეტრები, ეს ჩარჩოები, კონკრეტული დეტალებით იყოს დაზუსტებული. ეს რთული პროცესია, უნდა ვაღიაროთ. მაგრამ დიპლომატები სწორედ ამისთვის არიან, რომ ამ საკითხებზე იმუშაონ“, – განუცხადა რიაბკოვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, აგრძელებს მზადებას რუსეთისა და -ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შესაძლო სამიტისთვის, თუმცა მიაჩნია, რომ ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, მის შინაარსზე უნდა იყოს გამახვილებული.
„ვამბობთ, რომ სამიტისთვის მზადება მიმდინარეობს. მას შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს. მიგვაჩნია, რომ ყურადღება უნდა გავამახვილოთ შინაარსობრივ მხარეზე და ვიმუშაოთ ამაზე. საკითხები გრაფიკებთან, ფორმატებთან და ნაბიჯების თანმიმდევრობასთან დაკავშირებით, ძირითადად, შინაარსობრივი მხარიდან გამომდინარეობს. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას“, – განმარტა რიაბკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ – არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ, არც იმას, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო, ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ

თაზო დათუნაშვილი: პირობები, რომელსაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩინური მხარე ითხოვს, კაბალურია – ჩინურ კომპანიას უნდა, იქ დაასამაროს დასავლური ინვესტიციის პერსპექტივა და საქართველოს სახელმწიფომ ნულოვანი მოგება ნახოს