ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი პუტინისა და ტრამპის შეხვედრაზე - წინ რთული სამუშაოა - ასევე, ევროპელები ყველანაირად აქეზებენ კიევის რეჟიმს ომის გასაგრძელებლად

დიმიტრი პესკოვი პუტინისა და ტრამპის შეხვედრაზე - წინ რთული სამუშაოა - ასევე, ევროპელები ყველანაირად აქეზებენ კიევის რეჟიმს ომის გასაგრძელებლად

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის მომზადებაზე მუშაობა რთული პროცესი იქნება.
„განწყობა სამუშაოა. წინ რთული სამუშაო გველის“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ამასთან, მისი თქმით, ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ზუსტი თარიღის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს.
„მოისმინეთ როგორც ამერიკული, ასევე ჩვენი მხარის განცხადება, რომ ამას შეიძლება დრო დასჭირდეს. ზუსტი ვადები თავიდანვე არ ყოფილა დადგენილი“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მან ევროპის ქვეყნები რუსეთ-უკრაინის ომის გახანგრძლივების ხელშეწყობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
„ამჟამად ევროპელები არ არიან მშვიდობის მომხრეები და არ წარმოადგენენ ძალას, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობის დამყარებას პოლიტიკური და დიპლომატიური კონტაქტების გზით. პირიქით, ევროპელები, ყველანაირად აქეზებენ კიევის რეჟიმს ომის გასაგრძელებლად“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.