სერგეი ნარიშკინი – აშშ უკრაინის მეორე ვიეტნამად გადაქცევას რისკავს

აშშ საკუთარი თავისთვის უკრაინის მეორე ვიეტნამად გადაქცევას რისკავს , – ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.
„უკრაინა შავ ხვრელად გადაიქცევა, რომელიც უფრო და უფრო მეტ რესურსსა და ხალხს შთანთქავს. საბოლოოდ, აშშ საკუთარი თავისთვის უკრაინის მეორე ვიეტნამად გადაქცევას რისკავს, რომელთან გამკლავებაც ყველა, ახალი, ამერიკელი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწევს“, – განაცხადა სერგეი ნარიშკინმა.
ინფორმაციისთვის ჯო ბაიდენმა „რესპუბლიკელ“ სენატორებს მიმართა და მათ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„თუ პუტინი უკრაინას დაიკავებს, ის იქ არ გაჩერდება“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოწოდების მიუხედავად, „რესპუბლიკელმა“ სენატორებმა უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი სენატში დაბლოკეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება