ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგეი ლავროვმა და აბას არაღჩიმ ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული ვითარება განიხილეს

სერგეი ლავროვმა და აბას არაღჩიმ ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული ვითარება განიხილეს

რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვმა და აბას არაღჩიმ მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული ვითარება განიხილეს, - ამის შესახებ სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი მიესალმება ვაშინგტონისა და თეირანის სურვილს, მიაღწიონ შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე და მზადაა ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის მოლაპარაკებებს, თუმცა ირანის ლეგიტიმური ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას.
ამასთან, ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებების ისეთი საკითხებით „დატვირთვა“, რომელიც ბირთვულ პროგრამას არ უკავშირდება, სარისკოა.
„ეს არის ფუნდამენტური საკითხი, რომელიც უნდა გაითვალისწინონ მათ, ვინც ცდილობს მოლაპარაკებები ისეთი საკითხებით დატვირთოს, რომელსაც ბირთვულ საკითხებთან საერთო არაფერი აქვს“, - აღნიშნა ლავროვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.