ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – აშშ-თან ბირთვული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუ ისინი არარეალურ მოთხოვნებს არ წამოაყენებენ

აშშ-თან ბირთვული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუ ისინი არარეალურ მოთხოვნებს არ წამოაყენებენ, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
„თუ ისინი სერიოზულ განზრახვას გამოავლენენ და არ წამოაყენებენ არარეალურ მოთხოვნებს, მაშინ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.
გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს“.
„მათ არ შეიძლება ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. იმის მომხრე ვარ, რომ ირანს ბირთული იარაღი არ ჰქონდეს. მინდა, რომ ირანი მდიდარი და შესანიშნავი იყოს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, დღეს რომში, ირანი და აშშ თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდს გამართავენ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ, აბას არაღჩსა და დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის მოლაპარაკებები კვლავ არაპირდაპირ ფორმატში, ომანის შუამავლო

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე – როდესაც ბიზნესი იღებს გადაწყვეტილებას, რომ კონკრეტული ნაბიჯი გადადგას და აფხაზეთში საწვავი შეიტანოს, ეს არის მათი არჩევანი, რაც კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს და მოხდა კიდეც

კობა ფარტენაძის ადვოკატი – ხულიგნობის ნაწილი ძალიან ბუნდოვანია, თვითონ კობა არ ხასიათდება მსგავსი ქმედებებით, სამეთვალყურეო კამერებიდან გამოვითხოვეთ ვიდეო მტკიცებულებებს – პროცესს ხვალ ველოდებით