ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლავროვი 8-9 აპრილს ჩინეთს ეწვევა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 8-9 აპრილს ეწვევა რუსეთის მნიშვნელოვან დიპლომატიურ და ეკონომიკურ პარტნიორ სახელმწიფოს, ჩინეთს, რათა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან განიხილოს "საკითხთა ფართო სპექტრი", მათ შორის "უკრაინის კრიზისი" - იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტი 7 აპრილს.
რუსეთის და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პროგრამა მოიცავს ორმხრივი კავშირების საკითხსაც და თანამშრომლობასაც საერთაშორისო თუ რეგიონულ დაჯგუფებებში - მათ შორის გაეროში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში, დიდ ოცეულსა და აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატში - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.