არქივი7 ივლისი, 2025, 21:17
სერგეი ლავროვი: რუსეთი მზადაა ირანისთვის ურანის გამდიდრება უზრუნველყოს

რუსეთი მზადაა ირანისთვის ურანის გამდიდრება უზრუნველყოს, რათა ქვეყანამ შეძლოს თავისი მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის განხორციელება | TASS-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა რიო-დე-ჟანეიროში BRICS-ის სამიტში მონაწილეობის შემდეგ განაცხადა
ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა ირანს დახმარება აღმოუჩინოს, წაიღოს ჭარბი მაღალგამდიდრებული ურანის გადასამუშავებლად, რათა “ის ირანს დაუბრუნდეს ბირთვული ენერგიის ობიექტებში შემდგომი გამოყენებისთვის“
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.