ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგეი ლავროვი - რუსეთი არასდროს ისწრაფოდა უბრალოდ სხვისი ტერიტორიების მიტაცებისკენ, იქნება ეს ყირიმი, დონბასი თუ ნოვოროსია, მისი მიზანია დაიცვას ის რუსები, რომლებიც, ისტორიულად, ამ მიწებზე ცხოვრობდნენ

სერგეი ლავროვი - რუსეთი არასდროს ისწრაფოდა უბრალოდ სხვისი ტერიტორიების მიტაცებისკენ, იქნება ეს ყირიმი, დონბასი თუ ნოვოროსია, მისი მიზანია დაიცვას ის რუსები, რომლებიც, ისტორიულად, ამ მიწებზე ცხოვრობდნენ

რუსეთი არასდროს არ ისწრაფოდა უბრალოდ სხვისი ტერიტორიების მიტაცებისკენ, იქნება ეს ყირიმი, დონბასი თუ ნოვოროსია, მისი მიზანია დაიცვას ის რუსები, რომლებიც, ისტორიულად, ამ მიწებზე ცხოვრობდნენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არასდროს გვისაუბრია, რომ უბრალოდ ესა თუ ის ტერიტორია უნდა მიგვეტაცებინა. არც ყირიმი, არც დონბასი და არც ნოვოროსია, როგორც ტერიტორიები, არასდროს ყოფილა ჩვენი სამიზნე. ჩვენი მიზანი იყო დაგვეცვა ადამიანები, რუსი ხალხი, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ ამ მიწებზე, რომლებმაც აღმოაჩინეს ეს მიწები, დაღვარეს სისხლი მათთვის როგორც ყირიმში, ასევე დონბასში, შექმნეს ქალაქები - ოდესა, ნიკოლაევი, მრავალი სხვა, პორტები, ქარხნები“, - განაცხადა რუსეთის საგარეო მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.