სერგეი ლავროვი – პუტინი მზად არის ზელენსკის შეხვდეს, როდესაც დღის წესრიგი მზად იქნება, მაგრამ ეს დღის წესრიგი საერთოდ არ არის მზად

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზადაა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაბამისი დღის წესრიგი მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პუტინი მზადაა შეხვდეს ზელენსკის, როდესაც სამიტის დღის წესრიგი მზად იქნება, მაგრამ ეს დღის წესრიგი საერთოდ არ არის მზად“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, უკრაინა ბლოკავს სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ პროგრესს და რომ რუსეთი დათანხმდა „მოქნილობის“ გამოვლენას იმ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ტრამპმა პუტინთან ალასკაში წამოჭრა.
„როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ეს საკითხები წამოჭრა, ყველასთვის ძალიან ნათელი იყო, რომ არსებობს რამდენიმე პრინციპი, რომლებიც ვაშინგტონის აზრით, უნდა იქნას მიღებული, მათ შორის უკრაინის ნატო-ში არ გაწევრიანება, ტერიტორიული საკითხების განხილვა და ზელენსკიმ ყველაფერზე უარი თქვა“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, ზელენსკიმ რუსული ენის ამკრძალავი კანონმდებლობის გაუქმებაზეც კი უარი თქვა.
„როგორ შეგვიძლია შევხვდეთ ადამიანს, რომელიც ლიდერობაზე პრეტენზიას აცხადებს?“ – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება