ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგეი ლავროვი პეკინში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი პეკინში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ლავროვი ჩინეთში 9 აპრილამდე დარჩება და ჩინელ კოლეგასა, ვანგ ის შეხვდება.
რუსული მედია იუწყება, რომ მინისტრები განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის, ურთიერთობისა და მუშაობის საკითხებს გაერო-ში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში, BRICS-ში, „დიდ ოცეულში“, ასევე რეგიონულ საკითხებს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტსა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში არსებულ ვითარებას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.