სერგეი ლავროვი – მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინისთვის ტერიტორიული დათმობების შესახებ საუბარი გამორიცხულია

მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინისთვის ტერიტორიული დათმობების შესახებ საუბარი გამორიცხულია , – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შეხედეთ, რა სისასტიკეს სჩადიან ტერიტორიებზე და გინდათ, რომ მოლაპარაკებების დროს გარკვეული აზრი არსებობდეს იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ტერიტორიის დათმობა ჯერ კიდევ აუცილებელია? როგორ უნდა დავთმოთ? რუსი ხალხით თუ ხალხის გარეშე? თუ მხოლოდ იშვიათი ლითონებით?“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, „ტერიტორიული დათმობები იმის შესახებ, რასაც ახლა უკრაინა ჰქვია, საბჭოთა ხელმძღვანელობამ გააკეთა, როდესაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი შეიქმნა“.
სერგეი ლავროვმა მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მონაწილეობის შესახებაც ისაუბრა.
„აშშ-ის სიტუაციის მოგვარების მიზნით დახმარება შეუძლია და ჩვენ არც ვმალავთ, რომ ეს შესაძლებელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა უკრაინის კრიზისის დაწყების დღიდან აშშ მთავარ როლს თამაშობს. არ ვიცი მათ (ევროპულმა ქვეყნებმა) მოლაპარაკებების მაგიდასთან რა უნდა გააკეთონ. თუ ისინი კონფლიქტის გაყინვის შესახებ ეშმაკური იდეების წამოყენებას აპირებენ, როგორც ეს მათ სჩვევიათ და მხედველობაში ომის გაგრძელება აქვთ, მაშინ რატომ უნდა მოიწვიონ ისინი?“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა