სერგეი ლავროვი – გასაკვირი იყო, რომ დონალდ ტრამპი მოულოდნელად დაუბრუნდა პოზიციებს, რომელიც ასახავს მხოლოდ ევროპელებისა და ზელენსკის რეჟიმის გაცხარებულ სურვილს, მიიღონ პაუზა კიევის რეჟიმის იარაღით „დატუმბვის“ მიზნით

მოსკოვს სჭირდება გარანტიები, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შედეგებს გამოიღებს და ჩვენი ქვეყანა ამისთვის მზადაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, მოსკოვი ელის, რომ ვაშინგტონი უკრაინაში კონფლიქტის გრძელვადიან დარეგულირებას დაუჭერს მხარს.
„რა თქმა უნდა, გასაკვირი იყო, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოულოდნელად დაუბრუნდა უკვე „შემუშავებულ“ პოზიციებს, რომელიც ასახავს მხოლოდ ევროპელებისა და ზელენსკის რეჟიმის გაცხარებულ სურვილს, მიიღონ პაუზა კიევის „სტრუქტურების“ – „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და კიევის რეჟიმის ყველა სხვა კომპონენტების – იარაღით „დატუმბვის“ გაგრძელების მიზნით,“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლავროვმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ტრამპს სურს ჭეშმარიტად მდგრადი მშვიდობა და არა კიევის რეჟიმისთვის იარაღისა და ფულის მიწოდების პირობების შექმნა, რათა მან განაგრძოს ძალისხმევა, „რუსეთის წინააღმდეგ ომში ევროპელების იარაღი იყოს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა