ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგეი ლავროვი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომებში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ლავროვი, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, უხელმძღვანელებს მინისტრთა დებატებს თემაზე „მრავალმხრივი თანამშრომლობა უფრო სამართლიანი, დემოკრატიული და მდგრადი მსოფლიო წესრიგის შექმნის ინტერესებში“, 17 ივლისს კი მინისტრები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად შეიკრიბებიან.
რუსული მედია წერს, რომ ლავროვის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა, რომლის დროსაც განიხილება საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, მათ შორის ახლო აღმოსავლეთი და ღაზაში არსებული ვითარება, უკრაინის საკითხი და გაერო-ს წესდების დაცვის ძალისხმევა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.