სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობს დასავლელი მეგობრების “კეთილი რჩევები” | ლავროვი

ს საგარეო საქმეთა მინისტრი, ამტკიცებს, რომ დასავლელი მეგობრების რჩევები სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით ყოველთვის მიმართულია დასაველთის გეოპოლიტიკური მიზნების ხელშეწყობისკენ. ამ თემაზე მან შემეჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ჩვენ კარგად ვიცით, რომ დასავლელი მეგობრების “კეთილი რჩევები” ყოველთვის არსებობს სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით, და ეს რჩევები ზოგჯერ აღიქმება პროცესის ამა თუ იმ მონაწილეს მიერ. მაგრამ ის ფაქტი, რომ დასავლეთის რჩევები ყოველთვის მიმართულია არა რეგიონის ქვეყნებს შორის მათი ინტერესების ბალანსზე დაფუძნებული შეთანხმებების მოძიებაზე, არამედ მათი გეოპოლიტიკური მიზნების ხელშეწყობაზე, ასევე ყველასთვის ცნობილია”, – თქვა ლავროვმა.
ლავროვმა ყურადღება გაამახვილა ს ბოლოდროინდელ პოზიციებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთს აშკარად არ მოსწონს. მან ისაუბრა 3+3 ფორმატზეც და თქვა, რომ ამ ფორმატს, რომელშიც მოსკოვს საქართველოს ჩართვის მოლოდინიც აქვს, დიდი პერსპექტივები აქვს.
“ჩვენ შევთავაზეთ აქტიურად განვავითაროთ სომხეთი, აზერბაიჯანი საქართველოსა და რუსეთი თურქეთი ირანის თანამშრომლობა. დროთა განმავლობაში ეს ფორმატი გახდება პერსპექტიული, მით უმეტეს, რომ ის არ იქნება დამოკიდებული გლობალურ გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაზე, ის თავისუფალია ჰეგემონიის შესანარჩუნებელი გეოპოლიტიკური თამაშებისგან, რომელსაც ახლა ავითარებს ვაშინგტონი ბრიუსელში პარტნიორებთან ერთად”, – თქვა ლავროვმა.