ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერგეი ლავროვი - აშშ-თან უკრაინის შესახებ ძირითად კომპონენტებზე ჯერჯერობით არ შევთანხმებულვართ

სერგეი ლავროვი - აშშ-თან უკრაინის შესახებ ძირითად კომპონენტებზე ჯერჯერობით არ შევთანხმებულვართ

აშშ-თან უკრაინის შესახებ ძირითად კომპონენტებზე ჯერჯერობით არ შევთანხმებულვართ , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„მოგვარების ძირითადი კომპონენტების შესახებ შეთანხმება ადვილი არ არის. მათი განხილვა მიმდინარეობს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციაში „გონიერი ადამიანები“ არიან.
„ახლა ადმინისტრაციაში გონიერი ადამიანები არიან, რომლებიც საბოლოოდ მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ბაიდენის დანიშნული პირები წავიდნენ ან საქმეს ჩამოაშორეს. ისინი ჩვენთან ელემენტარულს, დიპლომატიური მისიის ფუნქციონირების საკითხებს წყვეტენ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.