სერგეი კარნუხოვი: მტკიცე ქმედებები უნდა გვქონდეს, რომ საქართველო დავარწმუნოთ, რომ შესაძლებელია მოგვმართონ სამხედრო დახმარებისთვის

რუსი პროპაგანდისტი სერგეი კარნუხოვი “ქართულ ოცნებას” სამხედრო დახმარებას სთავაზობს:
“მათი საბოლოო მიზანია სააკაშვილი გაიყვანონ ციხიდან, მოაწყონ ქართული მაიდანი, ფეხზე დააყენონ ქართული ძალები და დაიწყონ სამხედრო აგრესია სა და ოსეთის წინააღმდეგ.

მათ ეს სჭირდებათ, რადგან ამის გარეშე ძალიან რთულია უკრაინიდან ჩვენი ძალების გამოყვანა. ჩვენ ძალიან მტკიცე ქმედებები უნდა გვქონდეს, რომ საქართველო დავარწმუნოთ, რომ შესაძლებელია მოგვმართონ სამხედრო დახმარებისთვის, რათა დავეხმაროთ მათ კისერი მოუგრიხონ იმ ტერორისტ ნაგვებს, რომლებმაც ახლა თავი წამოყვეს. რა საკვირველია უნდა მოაშორონ ზურაბიშვილიც, რა საჭიროა ის. საერთოდაც, პრო-ამერიკული ძალებისგან უნდა გათავისუფლდნენ. საქართველო ბოლომდე უნდა გაიწმინდოს”  – ამბობს კარნუხოვი.