ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კარნაუხოვი: საქართველო ჩვენთვის სამხედრო დახმარების თხოვნაში უნდა დავარწმუნოთ

პროპაგანდისტული არხი Соловьев live-ის ერთ-ერთი წამყვანი, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, სერგეი კარნაუხოვი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა დაარწმუნონ, სთხოვონ სამხედრო დახმარება რუსეთს დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამის შესახებ მან 2 მაისს საკუთარ ეთერში ისაუბრა.
"იმ ძალების, რომლებიც პროტესტების უკან დგანან, საბოლოო მიზანი, სააკაშვილის დახსნა, 152-ე ქართული მაიდანის მოწყობა, დესტრუქციული ძალების დაწინაურება და, რა თქმა უნდა, ოსეთთან და აფხაზეთთან სამხედრო აგრესიის დაწყებაა... ჩვენც, საჭიროა, მივიღოთ სერიოზული, შეუპოვარი მოქმედებები, რათა საქართველო დავარწმუნოთ, იქნებ, ჩვენთვის სამხედრო დახმარების თხოვნისთვისაც კი, რათა ჩვენ დავეხმაროთ იმ ტერორისტული წარმონაქმნისთვის კისრის მოგრეხაში, რომელმაც ახლა იქ თავი წამოყო. ალბათ, ამაზეც შეიძლება საუბარი. რა თქმა უნდა, მოშორებული უნდა იყოს ზურაბიშვილიც, რა საჭიროა, საერთოდ საქართველოში ყველა პროამერიკული ძალა უნდა მოშორებულ იქნას." – თქვა პროპაგანდისტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.