სერბეთში – საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველ პარტიას არასამართლიანი უპირატესობა ჰქონდა

სერბეთში არჩევნები ჩატარდა – საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველ პარტიას არასამართლიანი უპირატესობა ჰქონდა. ამის შესახებ განცხადება ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა გააკეთა.
სერბეთში არჩევნებს გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროც. მათი განცხადებით, ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანაში მსგავსი ვითარება მიუღებელია.
ოფიციალური წინასწარი შედეგების მიხედვით, გაიმარჯვა მმართველმა “სერბეთის პროგრესულმა პარტიამ”, რომელსაც ამომრჩეველთა 46,72% მიემხრო. მემარცხენე ცენტრისტული პარტია “სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ” მეორე ადგილზე გავიდა 23,56%-ით, ხოლო მესამე ადგილი სოციალისტურმა პარტიამ დაიკავა 6,56%-ით. ოპოზიციის ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა გამოაცხადა და ვადამდელი არჩევების ჩატარება მოითხოვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება