ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერბეთში პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

სერბეთში პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

სერბეთში პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩისა და სერბეთის სახელმწიფო ტელევიზიის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ათიათასობით დემონსტრანტი გამოვიდა.
დემონსტრანტები სერბეთის პრეზიდენტს კორუფციასა და ნეპოტიზმში, ხოლო სახელმწიფო მაუწყებელს მთავრობის სასარგებლოდ მიკერძოებაში ადანაშაულებენ.
სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ნოემბერში ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურის ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი 15 წუთიანი დუმილით მიაგეს და ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო გაფიცვა მოითხოვეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.