პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა პარლამენტის წინ, საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ისმის საპროტესტო შეძახილები - “ცეცხლი ოლიგარქიას”, “დაუმორჩილებლობა ოლიგარქიულ და პოლიციურ რეჟიმს”.
მანამდე კი, აქციის მონაწილეთა ნაწილი ფილარმონიასთან შეიკრიბა, საიდანაც მარცვლობით გაემართნენ პარლამენტისკენ და იქ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებს უკეთიათ “ბალაკლავები” და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით ნიღბები. მათი განმარტებით, ამგვარად ისინი პროტესტს გამოხატავენ “ოლიგარქიული რეჟიმისა” და იმ კანონის წინააღმდეგ, რომელიც საჯარო სივრცეში ნიღბის ტარებას კრძალავს.
აღსანიშნავია, რომ დღეს, თბილისსა და რეგიონებში, 13-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იყო დაგეგმილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.