ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერბეთში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სერბეთში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აქცია მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. თავის მხრივ, ხელისუფლებამ ე.წ. სპეცრაზმი სამთავრობო შენობების გარშემო, პარლამენტთან და ახლო მდებარე “პიონირსკი პარკთან” განალაგა, სადაც მთავრობის მხარდამჭერები კონტრაქციას მართავენ.
მანამდე, სტუდენტური პროტესტების ორგანიზატორებმა ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს “ულტიმატუმი” წამოუყენეს, რომ მან 28 ივნისის 21:00 საადამდე ვადამდელი არჩევნები ჩანიშნოს.
ვუჩიჩმა, თავის მხრივ, სტუდენტების მოთხოვნა უარყო და განაცხადა, რომ ეროვნული არჩევნები 2026 წლის ბოლომდე არ ჩატარდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.