სერგეი ლავროვი სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე – ვიმედოვნებთ, დასავლეთის ქვეყნები, ამჯერად, ფერად რევოლუციებში არ ჩაერთვებიან

მოელის, რომ სერბეთში საპროტესტო აქციების ფონზე შექმნილი სიტუაცია ქვეყნის კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე მოგვარდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ვიმედოვნებთ, რომ დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც, როგორც წესი, ყოველთვის ცდილობენ ისარგებლონ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული გარკვეული შიდა მოვლენებით, რათა წინ წაწიონ საკუთარი ინტერესები შესაბამისი ქვეყნის სხვა პარტნიორების ინტერესების საზიანოდ, ვიმედოვნებთ, რომ, ამჯერად, ისინი ფერად რევოლუციებში არ ჩაერთვებიან“, – აღნიშნა ლავროვმა.
შეგახსენებთ, სერბეთში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება